მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მოსკოვის ცსკა-სთან 3:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა.
“ჩვენი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტაიმში ნაჩვენებ თამაშს. ჩემი გუნდით ვამაყობ. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ამ ტურნირზე პირველი თამაში ყოველთვის რთულია, არადა ყველა პირიქით ფიქრობს.
ის, რაც “ბაიერნმა” აჩვენა, ამ გუნდის სტილია და არა ჩემი. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ფეხბურთელებს დავეხმარო და დღეს ნამდვილად ამაყი ვარ.
დღევანდელ მატჩში ძალიან დაგვეხმარა ლამი. მან ჩვენ სასიამოვნოდ გაგვაოცა. ლამი ორთაბრძოლებს იგებდა და თამაშს უძღვებოდა. ნახევარდაცვაში უკეთ გამოვიყურებოდით.” – აცხადებს თამაშის შემდეგ გვარდიოლა.