ფეხბურთი

10:57 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ბევრი უპატიებელი შეცდომა დავუშვი”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” 2:0 ძლევის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ სეზონში კლუბისთვის პრიორიტეტი გერმანიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება იყო.

“როცა გუნდი გერმანიის ჩემპიონი ხდება, ეს ნიშნავს, რომ სეზონი წარმატებული იყო. შესაბამისად, მთავარი გამარჯვება ბუნდესლიგაში მოვიპოვეთ, თუმცა თასის მოგებამაც ძალიან გაგვახარა. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, საკმაო კრიტიკა მოვისმინე და ეს შეფასებები სამართლიანი იყო. მთელი რიგი უპატიებელი შეცდომები დავუშვი, მაგრამ სერიოზულ კლუბებთან დაპირისპირებისას ასეც ხდება ხოლმე” – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

 

0.124487