“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას განცხადებით, ის არ შეეცდება მიუნხენურ კლუბში ლიონელ მესის გადაბირებას.
“მსურს თუ არა “ბაიერნში” მესის ხილვა? არა! მისი ადგილი “ბარსელონაშია”. სწორედ ეს კლუბი შეეფერება მესის ყველაზე მეტად” – ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN-ი.
გვარდიოლას ეს განცხადება, ბოლო დღეებში ესპანურ პრესაში გავრცელებულ ცნობას მოჰყვა, რომლის თანახმად, არგენტინელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის კატალონიური კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას ერთ-ერთ არაესპანურ კლუბთან. ამას დაემატა “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტის ფრანც ბეკენბაუერის აზრიც, რომ მესი იდეალურად ჩაეწერებოდა “ბაიერნის” სათამაშო სქემაში. თუმცა, ხოსეპ გვარდიოლა მისი ყოფილი შეგირდის გერმანიაში გადაბარგების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.