მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს გერმანიის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერება მიულოცა. ბავარიულმა კლუბმა ბუნდესლიგის მე-8 ტურში ლევერკუზენის “ბაიერთან” სტუმრად 1:1 ითამაშა, მაგრამ პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად ეს შედეგიც ეყო.
“ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს ცხრილში გალიდერებას. მათი თამაშით ვამაყობ. მართალია დღეს სამი ქულა ვერ ავიღეთ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე - შედეგი თამაშის ხარისხის შესაბამისი არაა. ლევერკუზენელებს ძალიან ძლიერი მეკარე ჰყავთ. ბერნდ ლენო მართლა შეუდარებელი იყო” – უთხრა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.