ფეხბურთი

12:35 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ბაიერნის” მწვრთნელი ყოველთვის გამარჯვებული უნდა იყოს“

 

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დღეს ბავარიულ კლუბში პირველი ტიტულის მოგებას შეეცდება. მისი გაწვრთნილი გუნდი გერმანიის 2012-2013 წლების სეზონის სუპერთასისთვის მატჩში დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდა.

“გამარჯვებას უდიდესი ფასი ექნება, რადგან საუბარია ტიტულზე. “ბაიერნის” დამრიგებლისთვის უკან დასახევი გზა არ არსებობს. იგი ყოველთვის გამარჯვებული უნდა იყოს. მინდა დავინახო, რა შედეგი მოიტანა ჩემმა გუნდში მუშაობის მოკლე პერიოდმა”, – განაცხადა გვარდიოლამ.

მომავალ მატჩთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი “ბორუსიას” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ “ბაიერნი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მაგრამ დორტმუნდელებს მისი დამარცხება რეალურად შეუძლიათ.


0.119269