ლაშა გვალიამ კვლავ ეკატერინბურგის “ურალის” სარეზერვო გუნდში ითამაშა.
რუსეთი საფეხბურთო პრემიერლიგის დუბლშემადგენლობათა 21-ე ტურში “ურალმა” გროზნოს “ტერეკს” უმასპინძლა და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. გვალია ეკატერინბურგელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. განვლილი ტურის მსგავსად, ის პირველი გუნდის 18-კაციან განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გვალია “ურალში” შარშან გორის “დილადან” გადავიდა, მაგრამ რუსეთის სამუშაო ვიზა მხოლოდ წელს მისცეს და ჯერჯერობით პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის დუბლებშია.