ფეხბურთი

15:22 | 14.01.2014 | ნანახია 1507 - ჯერ

გუტიერესი “ნორვიჩში” ითამაშებს

არგენტინელი ფეხბურთელი ხონას გუტიერესი, რომელიც აქამდე “ნიუკასლში” გამოდიოდა, კარიერას “ნორვიჩში” გააგრძელებს.

“ნორვიჩმა” კვლავ თამაშში “დაბრუნების” შესაძლებლობა მომცა და მსურს ეს ჩემი ასპარეზობით დავუფასო. სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მინდა, რათა შემდეგ დასახული ამოცანები გადავწყვიტო. მათი არსი ისაა, რომ სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. ეს რთული ლიგაა, მაგრამ ადგილის შენარჩუნების კარგი შანსი გვაქვს”- იუწყება გუტიერესის სიტყვებს “ნორვიჩის” ოფიციალური ვებგვერდი.

“ნორვიჩის” მთავარი მწვრთნელი კრის ჰატონი ამ შენაძენით კმაყოფილი დარჩა:

“ხონასი ჩვენს გუნდს გამოცდილებას შემატებს. მან “ნიუკალსში” დაახლოებით 200 თამაში ჩაატარა და პრემიერლიგას კარგად იცნობს. გუტიერესს დაცვაში თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. მასთან მუშაობის დაწყებას ველოდებით”.

გუტიერესის სანაცვლოდ “ნორვიჩმა” 3 მილიონი გირვანქა გადაიხადა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:12 | 14.01.2014
jokua (3910)

კარგი ბიჭია ეს,ჯერარდმა მაისური გამოართვა შარშან.

16:08 | 14.01.2014
NGoLo KaNte (36472)

+1

15:53 | 14.01.2014
El Fenomeno (2082)

ნორმალური ფეხბურთელია და 3 მილიონი იაფია ჩემი აზრით )

0.128559