კალათბურთი

11:29 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუსტავო აიონი მადრიდის “რეალში” ითამაშებს

cbssports.com-ის ცნობით, 29 წლის მექსიკელმა კალათბურთელმა გუსტავო აიონმა “მადრიდის რეალთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.  

2011 წელს, “ნიუ ორლეან ჰორნეტსი” კალათბურთელისთვის NBA-ს პირველი გუნდი იყო. შარშანდელ სეზონში აიონი “ატლანტა ჰოუქსის” ღირსებას იცავდა, სადაც სულ 25 მატჩი ჩაატარა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუსტავო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მისი მონაგარი საშუალო ერთ მატჩში 17.6 ქულა და 7.6 მოხსნა იყო.

ლაშა ქოიავა

0.114975