ფეხბურთი

12:20 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურულმა ბელარუსულ “შახტიორში” გაიტანა

სანდრო გურულმა ბელარუსული უმაღლესი ლიგის სოლიგორსკის “შახტიორის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

სოლიგორსკელები შეკრებას თურქეთში გადიან და ამხანაგურ მატჩში ნორვეგიის “ტრომსიოს” 2:1 მოუგეს. ქართველმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა. გურული “შახტიორში” ორი კვირა ისინჯებოდა, რაც ბელარუსებთან კონტრაქტის გაფორმებით დასრულდა.

რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თურქეთში დასკვნით შეკრებაზე პირველი მატჩი ბელარუსულ “მინსკთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

კახა ალადაშვილმა ხაბაროვსკელებში სრულად ითამაშა, ხოლო გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი მოედანზე არ გამოჩენილან.

0.127891