ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველმა იოან გურკუფმა ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.
Lequipe-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა მუხლი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, “ნიცასთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში დაიზიანა.
უახლოეს დღეებში გურკუფს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მისი დაბრუნების ზუსტი ვადა. შეგახსენებთ, რომ იოანი პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მან გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გამოიყენა.