ფეხბურთი

18:21 | 17.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

“გურიამ” “სქური” გაანადგურა

კვირას ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის “ა” ჯგუფში მე-20 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ლანჩხუთში “გურიამ” წალენჯიხის “სქურს” უმასპინძლა და შენგელიას, სალარიძის, კაკალაძისა და კვერენჩხილაძის გოლებით 4:0 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის თასზე წარმატებით გამოსვლამ (მერვედფინალში გურულებმა ჩემპიონი – “ზესტაფონი” გამოთიშეს გათამაშებიდან, ხოლო მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამოს” უგოლოდ დაშორდნენ) “გურიას” კალენდარიც და გეგმებიც შეცვალა.

ლანჩხუთელთა კაპიტანმა გიგა კვერენჩხილაძემ თავისი მე-18 ბურთი გაიტანა სეზონში და “ა” ჯგუფის ბომბარდითა დავაში უფრო დაწინაურდა (შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის მთავარმეგოლე, სასკოელი გიორგი ქვილითაია (22 გოლი) უნგრულ “დიორში” გადავიდა სათამაშოდ).

“გურიამ” 19 თამაშიდან 50 ქულა მოაგროვა და უკვე 6-ით გაუსწრო “სასკოს”, რომელმაც შაბათს “ჭიათურასთან” სტუმრად ფრე (1:1) ითამაშა.

ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა: დინამო 2 – სტუ 0:0, რაჭა – ბეთლემი 2:1, იმერეთი – მეშახტე 0:1, სულორი – გაგრა 2:0

1  გურია (ლანჩხუთი) 19 16 2 1 54:12 50
2 სასკო (თბილისი) 19 14 2 3 59:19 44
3 გაგრა 20 13 1 6 40:20 40
4 დინამო 2 (თბილისი) 20 12 4 4 64:30 40
5 სტუ (თბილისი) 20 8 2 10 41:50 26
6 ბეთლემი (ქედა) 20 8 2 10 26:40 26
7 მეშახტე (ტყიბული) 20 7 4 9 24:45 25
8 სქური (წალენჯიხა) 20 6 6 8 22:34 24
9 იმერეთი (ხონი) 20 6 4 10 19:28 22
10 ჭიათურა 20 4 4 12 19:37 16
11 სულორი (ვანი) 20 4 3 13 18:47 15
12 რაჭა (ამბროლაური) 20 3 2 15 21:45 11
 

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:22 | 25.04.2014
MIAMI HEAT (3534)

კონლი მაგარიხარ ერთი ორი თამაშიც მოუგეთ ოკლას და მომაშორეთ ეგენი

01:26 | 25.04.2014
arturi-baierni (24493)

და რა ქნა ასეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059132
სარეკლამო ადგილი - 99
X x X