ფეხბურთი

18:30 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გურია” ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა

 

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის 4 შეხვედრა უკვე დასრულდა. ზედა ექვსეულში “გურიამ” ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. ამჯერად ლანჩხუთელები შინ რუსთავის “მეტალურგთან” დამარცხდნენ.

ქვედა ექვსეულში კი ყურადღება გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდებისკენ იყო მიპყრობილი. “სპარტაკმა” ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გორში “დილასთან,” მისი უშუალო კონკურენტი “ზუგდიდი” კი აუტსაიდერ “მერანთან” დამარცხდა და ცხინვალელებს უკვე 4 ქულით ჩამორჩა.

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩირგაძე (30), 0:2 ბესიკ ჩიმაკაძე (40), 1:2 ვილი ისიანი (57), 1:3 მერაბ გიგაური (67) 

 

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი)

12 აპრილი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ირაკლი ძარია (“დინამო”), ზვიად ლობჟანიძე (“სიონი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 4:1, 1:2

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე)

12 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თედორე გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”)

მსაჯები: ო. ხეცაძე, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, დ. სანოძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 1:1

 

1      დინამო (თბ)      25           17           4           4           56:18           55          
2 ზესტაფონი 25 14 4 7 33:16 46
3 სიონი 25 12 6 7 33:25 42
4 ჩიხურა 25 11 6 8 42:38 39
5 მეტალურგი 26 11 6 9 31:30 39
6 გურია                                     26 11 0 15 27:38 33

 

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ალექსი ბენაშვილი (30), 2:0 ლევან გეგეჭკორი (59), 2:1 ნიკოლოზ აფაქიძე (77) 

 

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძე (18), 1:1 ზვიად მეტრეველი (47), 1:2 ლევან კაკუბავა (51), 1:3 თემურ შონია (57) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მათე კვირკვია (35), 1:1 ირაკლი ლექვთაძე (59)

 

1      ვიტ ჯორჯია                          26           10           6           10           33:33           36         
2   დილა 26 9 8 9 35:29 35
3 ტორპედო 26 9 6 11 26:37 33
4 სპარტაკი 26 8 4 14 25:34 28
5 ზუგდიდი 26 6 6 14 16:35 24
6 მერანი 26 6 4 16 20:44 22

 

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), ვილი ისიანი (“გურია”),

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი – 26-ე ტური 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086967