სამტრედიაში მე-16 ტურის ბოლოსწინა მატჩი გაიმართა. ლანჩხუთის “გურიამ” ქუთაისის “ტორპედოს” “უმასპინძლა” და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-7 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 71-ზე კი ალექსანდრე შენგელიამ მეორე ბურთი გაიტანა.
ტურის ბოლო შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება. ‘ჩიხურა” “მერანს” მცხეთაში დაუხვდება.