ჭადრაკი

18:28 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურევიჩი გამოცდილებას ამჯერად მწვრთნელებს გაუზიარებს

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოწვევით, 2014 წელს თბილისში მეორედ ჩამოდის საერთაშორისო დიდოსტატი, ფიდეს მწვრთნელი, თურქეთის მოქალაქე მიხეილ გურევიჩი, რომელიც ტრენინგებს ამჯერად მწვრთნელებს ჩაუტარებს. აღნიშნული ტრენინგები 18, 19, 20 და 21 მარტს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება. ლექციების ხანგრძლივობა დღეში 6 საათი იქნება (11.00-14.00 და 16.00-19.00).

შეგახნსებეთ, რომ თბილისში პირველი სტუმრობის დროს გურევიჩმა ტრენინგები საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს ჩაუტარა.

0.114597