ჭადრაკი

15:25 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილმა დაუმარცხებლად დაასრულა

ესპანეთის ქალაქ ლინარესში დასრულდა ქალთა საერთაშორისო წრიული ტურნირი, რომელშიც ქართული ჭადრაკის ღირსებას სოფიკო გურამიშვილი (2431) იცავდა.

გურამიშვილს ათ მონაწილეს შორის საუკეთესო რეიტინგი ჰქონდა და შეჯიბრი მარცხის გარეშე განვლო. ქართველმა მოჭადრაკემ 5 პარტია მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა და რუსი ანასტასია სავინას (2390) დარად, 7.0 ქულა მოაგროვა.

დამატებითი მაჩვენებლები უკეთესი სწორედ სავინას აღმოაჩნდა და მთავარი პრიზიც მას ერგო, გურამიშვილი კი მე-2 პოზიციას დასჯერდა. ანა მათნაძემ (2384), რომელიც კარგა ხანია ესპანეთის სახელით თამაშობს, 4.5 ქულა მოაგროვა და მე-7 გახლდათ.

0.123654