არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიური გამოცემების telegraaf.nl-ისა და ad.nl-ის ვერსიით, გასული კვირის ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებებში მოხვდა.
ხსნებული ნაკრებებში არნემის “ვიტესიდან” კიდევ მეკარე პიტ ველტჰუიზენი შეიყვანეს. არც ერთი გამოცემის ვერსიაში არ ფიგურირებს არნემელთა ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ამსტერდამის “აიაქსთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში გოლი გაიტანა.
12 ტურის შემდეგ, “ვიტესს” 21 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ “ალკმაარს” ერთი ქულით ჩამორჩება.