ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, “ვიტესი” სტაბილურად ვერ ინარჩუნებს შემადგენლობას. მიდის ერთი ბირთვი, მოდის მეორე, რაც გუნდის კაპიტან გურამ კაშიას არ მოსწონს. მას სურს, რომ ზაფხულში იგივე არ განმეორდეს.
“რაც აქ მოვედი, ყოველ წელს მესმის: ვაშენებთ, ვაშენებთ, ვაშენებთ... მგონი, დადგა დრო, როცა შემადგენლობა უნდა შევინარჩუნოთ. ასევე, დადგა დრო, როცა წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა დავინახოთ. მინდა მოვისმინო: “გურამ, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობთ”.