ფეხბურთი

13:10 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ეს მოედანი, ჰოლანდიის ჩემპიონატის სირცხვილია”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად “დენ ჰააგთან” 1:2 დამარცხების შემდეგ, მოედნის საფარის ხარისხით აღშფოთებული დარჩა.

“ეს მოედანი, ერედივიზიონის სირცხვილია. მასზე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. მხოლოდ გრძელი გადაცემებით უნდა გვეთამაშა. ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს”, – იუწყება ჰოლანდიური მედია კაშიას სიტყვებს.

აქვე გეტყვით, რომ “დენ ჰააგთან” მოგების შემთხვევაში, არნემელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებდნენ. ახლა კი, მეექვსე პოზიციაზე არიან და ლიდერ “ტვენტეს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.

 

0.135548