ჰოლანდიური არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ სეზონის მეორე ნახევარში გუნდის თამაში გააკრიტიკა.
“ეს ჩავარდნაა. ზამთრის შესვენებამდე საუკეთესოდ ვთამაშობდით და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიყავით. ზამთრის მერე, თამაშს დავუკელით და ზედიზედ 9 მატჩი ვერ მოვიგეთ. ასეთი რამ ჩემს კარიერაში არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს საშინელებაა” – იუწყება ქართველი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი gelderlander.nl-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გამართულ პლეი ოფში “ვიტესმა” “გრონინგენთან” ორივე მატჩი წააგო (0:1, 1:4) და ევროთასებს მიღმა დარჩა.