ფეხბურთი

18:56 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ბრძოლა წავაგეთ და არა ომი”

ჰოლანდიის ერედივიზიონის 28-ე ტურში შინ პსვ-სთან მარცხის (1:2) შემდეგ, არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ბრძოლა წააგო და არა ომი.

“პსვ-თან სახლში თამაშს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმედგაცრუებულნი ვართ. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ და არა ომი. სამი ქულის აღება ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა. საბედნიეროდ, კიდევ 6 თამაში დაგვრჩა, რომ წინ წავიწიოთ” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი soccernews.nl-ი.

 გარდა ამისა, ქართველმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით არნემელები უკეთესად თამაშობენ და გუნდს ბრძოლა ბოლომდე შეუძლია:

“ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. ყველა გამოცდის მიუხედავად არ დავღლილვართ. ასევე, მიმდინარე სეზონში საუცხოო სათადარიგოთა სკამი გვყავს. თადარიგში მყოფ ნებისმიერ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში თამაში შეუძლია. აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი ვართ და ფეხბურთელების უმრავლესობა უფრო გამოცდილია. სატურნირო ცხრილში ჩვენს მიერ დაკავებული ადგილიც ამტკიცებს, რომ გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ”.

“ვიტესი” 52 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და “ტვენტეს” მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

0.113778