ფეხბურთი

15:43 | 15.07.2013 | ნანახია 1759 - ჯერ

გურამ კაშია: "ანდერლეხტზე" ჯერ ვერაფერს გეტყვით"

გურამ კაშიას შეძენა ბელგიის ჩემპიონ'"ანდერლეხტს" რომ სურს, ამაზე "მსოფლიო სპორტს" სამი დღის წინ ეწერა. ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემაც დაადასტურა, რომ ბრიუსელელთა მწვრთნელ ჯონ ვან დერ ბრომს ქართველი მცველის გადაყვანა უნდა.

"როცა "ვიტესში" ვმუშაობდი, კაშია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მასთან კარგი ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა. დიახ, ამ მცველით დაინტერესებული ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარიგება აუცილებლად შედგება", - ამბობს ვან დერ ბრომი.

კაშია: "ეს ინფორმაცია გაზეთებში წავიკითხე. რაც ეწერა, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ვან დერ ბრომზე კი ვიტყვი, რომ კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს".

"ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზეც თქვა: "რა თქმა უნდა, ბონი და ვან გინკელი დიდ ძალას წარმოადგენდნენ. ახლა, იმაზეა საზრუნავი, თუ როგორ გავართმევთ თავს ამოცანას მათ გარეშე".

და რაც შეეხება "სტანდარდთან" გუშინდელ 1:0 მოგებულ მატჩს: "კარგი თამაში ჩავატარეთ. მოსამზადებელ ეტაპზე პირველი შეხვედრა გვქონდა პროფესიოულ კლუბთან და კარგი გრძნობა დაგვიტოვა - სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ". 

აქვე ვთქვათ, რომ "სტანდარდ"-"ვიტესის" მატჩს მერაბ ჟორდანია დაესწრო გახოკიძესთან ერთად.  



კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:39 | 15.07.2013
tengoroma (4673)

გურამ ტუ არ გააძლიერეს გუნდი წადი მაქედან

17:51 | 15.07.2013
arsenal-14 (2185)

უნდა წავიდეს რა. ლიგაზე გამოდის ანდერლეხტი, წაადგება კარიერისთვის.

17:32 | 15.07.2013
geogreece (9768)

დარჩი კაპიტანი ხარ ბოლო ბოლო ინგლისი ან ესპანეთი რო იყოს კიდევ ხო მაგრამ ბელგია???ბელგიას ჰოლანდია ჯობია 1000 ჯერ

17:30 | 15.07.2013
Freekick (817)

1 წლიც რო დარჩეს უკეთესი იქნებვა

16:24 | 15.07.2013
roben_bayern (10)

უნდა გადავდეს ეს უტვინო ვინარის ჩემი წადი წადიიი

16:14 | 15.07.2013
TheGreatDanton (540)

ჯაკერინი გადავიდა სანდერლენში
0?'>http://cup.ge/1308--.html':'>http://cup.ge/1308--.html'))

ბაროში კიდე ანთალაისპორში გადავიდა
0?'>http://cup.ge/1391--.html':'>http://cup.ge/1391--.html'))

ბევრი სატრანსფერო სიახლე დევს საიტზე. გაეცანით:
0?'>http://cup.ge/':'>http://cup.ge/'))

15:57 | 15.07.2013
111111 (5084)

დაეტიე სადაც ხარ შუცვლეი და გუნდის ლიდერი ხარ იყავი მანდ!!
მიმოხივალ ვუყურე და ვაკოს უმარტივესი მომენტი ვერ გამოუყენებია

15:52 | 15.07.2013
M.U2013 (3191)

ცავიდეს იკ უფრო განვიტარდება ვიტესი უკვე კჯვდება

15:51 | 15.07.2013
Baqari Grdzelishvili (1887)

ჯობია წავიდეს ლიგაზე თამაშობს ანდერლეხტი და იქ უფრო შეხედავენ

15:52 | 15.07.2013
111111 (5084)

IQ სEXEDAVEN KIDE QAVA შXVAGAN DA ეგრე არაფერი არ გამოვა აქეტ იქიტ სირბილით

15:47 | 15.07.2013
111111 (5084)

არ წახვიდე დარჩი!!

0.142869