სხვა

16:20 | 17.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

გურალიამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა

იტალიის ქალაქ სეგრატეში სექტემბერს გამართულ 35 წელს ზემოთ სპორტსმენთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წყალსათხილამურო სპორტში დიდ წარმატებას მიაღწია გენადი გურალიამ.
37 წლის გურალიამ, რომელიც სპორტის ამ სახეობაში განსაკუთრებული შედეგებით გამოირჩევა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.
გურალიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჭიდის ჯამში (სლალომი, ფიგურები, ტრამპლინი) 2489.07 ქულა მოაგროვა, ევროპის ჩემპიონატზე კი – 2605.78, რაც ტურნირის საუკეთესო მაჩვენებლები გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ ქართველის სპორტსმენი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იტალიში ცხოვრობს და ასპარეზობს, არაერთი საერთაშორისო ტურნირისა და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულია.
2008 წელს წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გურალია ევროპის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170263