ფეხბურთი

15:45 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუნდოგანი კვირის ბოლომდე იუქმებს

 

გერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი შეკრებაზე დაშავდა. გერმანიის ვიცე-ჩემპიონთა ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველს კოჭი აქვს დაზიანებული.

რამდენადაც ცნობილია, ფეხბურთელის ტრავმა მძიმე არაა – გუნდოგანი მოედანს კვირის ბოლოს დაუბრუნდება. მისი დაბრუნება “ვილჰელმსჰაფენთან” გერმანიის თასის მატჩშია მოსალოდნელი.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გუნდოგანი ბუნდესლიგის პირველ ტურში დაბრუნდება. “დორტმუნდი” ჩემპიონატს “აუგსბურგთან” მატჩით დაიწყებს.

0.115343