"დორტმუნდის" ცენტრალური ნახევარმცველი ილქაი გუნდოგანი გამოჯანმრთელდა და იმედიანადაა. მეტიც, აცხადებს, აქამდე რომ არ მითამაშია, ისე ძლიერად ვითამაშებო. გუნდოგანს წელის ტრავმა ჰქონდა და გასულ სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ბუნებრივია, გაუცდა მსოფლიოს ჩემპიონატიც:
"შიში საერთოდ უადგილოა. ყველანაირად მზად ვარ. თუ ტემპს ავკრეფ და ახალი ტრავმა არ "მომაკითხავს", ადრინდელზე უკეთაც ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო კუთხით არაფერი დამვიწყებია. შინჯი კაგავას დაბრუნება? ის კარგად ჩაეწერა გუნდის სტილში და საერთოდაც, ძლიერი ნახევარდაცვა გვყავს" – თქვა 23 წლის გუნდოგანმა.
ილია კახელიშვილი