ბელგიელმა ველომრბოლელმა ტომ ბოონენმა აღიარა, პედლების ტრიალთან ერთად კოკაინის ყნოსვითაც რომ იყო დაკავებული, თუმცა, უკანასკნელი პერიოდია ნარკოტიკს სათოფეზე არ გაჰკარებია. “ჩემი მხრიდან კოკაინით “გართობა” მდაბალი და სულელური საქციელი გახლდათ. ვამაყობ, საშინელ ჩვევას რომ ვაჯობე. ახლაც ვერ ამიხსნია, რა მანქანებით ვაიძულე საკუთარ თავს უარი მეთქვა ნარკოტიკზე”, - ბენილუქსელი გულწრფელად Sporza Radio-ს კორერსპონდენტს გამოუტყდა.
მიმდინარე წლის აპრილში ბოონენმა კოკაინზე ტესტი “ჩააგდო”, სანქციებისგან თავი კი მხოლოდ იმის გამო დაიძვრინა, რომ აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში “არაპირდაპირი კონტაქტით” მოხვდა.







