ჩოგბურთი

19:37 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გულუხვი ნოლე და უიღბლო კეი

მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო. სერბმა პორტუგალიელ ჟოაუ სოუზას 3 სეტით, 6:1, 6:2, 6:4 მოუგო და მეორე ეტაპზე ფრანგ ჟერემი შარდის შეხვდება.

ჯოკოვიჩისა და სოუზას მატჩის სათამაშო დრომ მხოლოდ საათი და 4 წუთი შეადგინა, თუმცა, წვიმის გამო შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო და პაუზის შემდეგ განახლდა.

მატჩის შეწყვეტის შემდეგ ჯოკოვიჩი პაექრობის განახლებას კორტის სიახლოვეს ელოდა და ერთ-ერთ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას (“ბოლბოის”) ქოლგის ქვეშ მასთან ერთად დაჯდომა შესთავაზა და საკუთარი წყლითაც გაუმასპინძლდა.

ამასობაში იაპონელი კეი ნიშიკორი რეიტინგის მოწინავე ათეულში მყოფ ჩოგბურთელთაგან პირველია, რომელიც წლევანდელ “როლან გაროსს” დაემშვიდობა. ამომავალი მზის საჩოგბურთო წარმომადგენელმა მარტინ კლიჟანთან 6:7, 1:6, 2:6 წააგო.

შეგახსენებთ, 24 წლის ნიშიკორიმ წლეულს მემფისისა და ბარსელონას ტურნირები მოიგო, მადრიდის “მასტერზ1000”-ის ფინალი კი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა.

0.111809