სხვა

22:17 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გულედანიც გამოეთიშა

ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 წრეში ლევან გულედანი (91 კგ.) იტალიელ კლემენტე რუსო გაეჯიბრა და მარცხი განიცადა. ამგვარად, ტურნირს საქართველოს ნაკრების 3 წევრიღა შემორჩა.

19 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატში ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ.) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.) ჩაებმებიან. ხოსიტაშვილი ეგვიპტელ ჰოსამ აბდინს დაუპირისპირდება, ხოლო ბახტიძე ბელარუს იან სუძილოვსკისთან მოსინჯავს ძალებს.

20 ოქტომბერს, ზაალ კვაჭატაძე (69 კგ.), რომელმაც საწყის წრეში შრი ლანკელ ტარინდუ გედარას აჯობა, პირველ ნომრად განთესილ უელსელ ფრედი ევანსს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117225