ფეხბურთი

22:15 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გუარინი: “მოურინიო ნომერ პირველია”

მილანის “ინტერის” კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი აცხადებს, რომ ის ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის შეძენით “ჩელსი” აქტიურადაა დაინტერესებული, რაც კოლუმბიელის აგენტმაც დაადასტურა. დღეს, ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გუარინმა ასე უპასუხა: “ის უბრალოდ ნომერ პირველია.”

0.121337