ფეხბურთი

14:46 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანს პსჟ ხიბლავს

ესპანური “სოსიედადის” შემტევი ანტუან გრიზმანი არ მალავს, რომ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის ვარიანტი ხიბლავს. 23 წლის ფრანგს სამშობლოში დაბრუნება სურს.

“ვცდილობ, მომავალზე ბევრი არ ვიფიქრო. ამისთვის აგენტები მყავს. საკმარისად ამბიციური ვარ და დიდ ევროპულ კლუბში თამაში მსურს. პსჟ დიდებული კლუბია. ჯერჯერობით, არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას, მაგრამ პსჟ-ს ვარიანტი ნამდვილად მომწონს”, - განუცხადა გარემარბმა ფრანგულ მედიას.

ცნობისთვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, გრიზმანმა 34 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.

 

0.12713