ფეხბურთი

13:36 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი “ტოტენჰემსაც” სურს

ლონდონის “ტოტენჰემი” სან სებასტიანის “სოსიედადის” გარემარბის – ანტუან გრიზმანის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.

ბასკები 23 წლის ფრანგ ნახევარმცველს 25 მილიონ გირვანქად აფასებენ. ეს სწორედ ის თანხაა, რაც გრიზმანის კონტრაქტის გამოსყიდვა ღირს. ამგვარად, თუკი ლონდონელები 25 მილიონს გადაიხდიან, “სოსიედადს” ტრანსფერის ჩაშლის უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის ხილვით, მიუნხენის “ბაიერნი” და “მონაკოც” არიან დაინტერესებულნი.

 

0.113274