ფეხბურთი

20:30 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

 

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, 5 მარტს, ჰოლანდიის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

ფრანგული გამოცემა L'Equipe –ის ინფორმაციით, “სამფეროვანთა” თავკაცმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), სტივ მანდანდა (“მარსელი”), სტეფან რუფიე (“სენტ-ეტიენი”).

მცველები: მატიე დებუში (“ნიუკასლი”, ინგლისი), პატრის ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ლორან კოშელნი, ბაკარი სანია (ორივე “არსენალი”, ინგლისი), მამადუ სახო (“ლივერპული”, ინგლისი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი), ელაქიმ მანგალა (“პორტუ”, პორტუგალია), ლუკას დინი (პსჟ).

ნახევარმცველები: ბლეზ მატიუდი, იოან კაბა (ორივე პსჟ), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი), კლემენტ გრენიე (“ლიონი”), რიო მავუბა (“ლილი”), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (“რეალი”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), დიმიტრი პაიე, მატიე ვალბუენა (ორივე “მარსელი”), ლოიკ რემი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ანტოინ გრიზმანი (“რეალ-სოსიედადი”, ესპანეთი).

აქვე გეტყვით, რომ “რეალ-სოსიედადის” თავდამსხმელი გრიზმანი და პსჟ-ს მცველი ლუკას დინი ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. 

0.113562