სან-სებასტიანის “სოსიედადის” ნახევარმცველმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. 23 წლის ფრანგი პარიზელებთან დაკავშირებულ ინფორმაციას “ტვიტერის” საშუალებით უარყოფს.
“ჩემს პსჟ-ში გადასვლასთან დაკავშირებით, პრესაში ინფორმაცია ვნახე და მინდა განვაცხადო, რომ ფრანგებთან არც მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და მათთან ელემენტარული კონტაქტიც არ მქონია”, - განაცხადა ნახევარმცველმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიზმანს პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა.