ფეხბურთი

12:45 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი “ბაიერნსაც” სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა “სოსიედადის” გარემარბის – ანტუან გრიზმანის შესაძენად იბრძოლებს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

თავად 23 წლის ფრანგს უფრო ამბიციურ კლუბში თამაშის სურვილი აქვს და ამას ღიად აფიქსირებს. გრიზმანის სანაცვლოდ, “სოსიედადი” 30 მილიონი ევროს აღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის ხილვა “ტოტენჰემს”, “მონაკოსა” და “რეალსაც” სურთ.

 

0.122582