ფეხბურთი

17:30 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი “არსენალში” არ გადავა

ლონდონის “არსენალი” “სოსიედადის” ნახევარმცველის – ანტუან გრიზმანის შეძენას ცდილობდა, მაგრამ სან სებასტიანელთაგან სასტიკი უარი მიიღო. ესპანური პრესის ცნობით, “მეთოფეები” 22 წლის ფრანგში 14 მილიონ ევროს იხდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გრიზმანის მოქმედი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა და “სოსიედადი” მის დათმობას ამაზე ნაკლებ თანხად არ აპირებს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, გრიზმანმა 25 მატჩი ჩაატარა და 14 გოლით გამოიჩინა თავი.

 

0.117241