მსოფლიო რეიტინგსიის 29-ე ბულგარელი ნომერი გრიგორ დიმიტროვი შვედეთის ბოსტადის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. მეოთხედფინალში 22 წლის სამხრეთსლავმა მასზე 7 წლით უფროსი, კლასიფიკაციაში მეოცე საფეხურზე მდგომი არგენტინელი ხუან მონაკო 6:3, 6:2 დაჩაგრა.
შეხვედრა საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. დიმიტროვის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 3 ეისია. საინტერესოა აღინიშნოს, რომ გრიგორმა პირველად მოახერხა ხუანის ძლევა – დღევანდლამდე ეს მეტოქეები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ მონაკომ იმარჯვა.
ბოსტადის შეჯიბრების ნახევარფინალში დიმიტროვი ესპანელებს, ფერნანდო ვერდასკოსა და ნიკოლას ალმაგროს შორის მოგებულს შეხვდება.