საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც მცველი გია გრიგალავა ჯერ ინდივიდუალურადაც ვერ ვარჯიშობს. ამის შესახებ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მარტის მიწურულს, რუსულ მედიასთან საუბარში გრიგალავამ განაცხადა, რომ წვრთნას 2-3 კვირაში განაახლებდა, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელი უქმობს.
“ვოლგას” ქართველი მცველი ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის დასკვნითი შეკრების წინ დაშავდა და მას შემდეგ ვერ თამაშობს.