ფეხბურთი

13:48 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავამ მოიგო, გრიგალაშვილს არ უთამაშია

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მახაჩყალის “ანჟიმ”, რომლის ღირსებასაც გია გრიგალავა იცავს, ამხანაგური მატჩი რუმინეთის “ვასლუისთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.

საფეხბურთო კლუბ “ანჟის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პირველ შეკრებაზე დაღესტნელთა რიგებში მცველი გიორგი ჯიქია ისინჯებოდა, რომელიც რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი და მოსკოვის “ლოკომოტოვის” სარეზერვო გუნდის კაპიტანი იყო. თუმცა, “ანჟის” მთავარ მწვრთნელს გაჯი გაჯიევს მეორე შეკრებაზე ის აღარ წაუყვანია.

კვიპროსის თასის გათამაშებას მე-2 ეტაპიდან გამოეთიშა ფამაგუსტას “ანორთოსისი”, სადაც შოთა გრიგალაშვილი გამოდის. ფამაგუსტელებმა შინ ლარნაკას აეკ-თან 1:1 ითამაშეს, ხოლო ოთხშაბათს სტუმრად 1:3 დამარცხდნენ. პირველი თამაშისგან განსხვავებით, საპასუხო შეხვედრაში გრიგალაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო.

 

0.118378