მახაჩყალის “ანჟი”, რომელშიც გია გრიგალავა ასპარეზობს, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურში შინ მოსკოვის ცსკა-სთან 0:3 დამარცხდა.
ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე, სეიდუ დუმბიამ დუბლი სწორედ მისი შეცდომის შემდეგ შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ დუმბიამ ორი ბურთის გატანის გარდა, საგოლე პასიც მიითვალა.
“ანჟის” 12 ქულა აქვს და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა. მახაჩყალელები პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.