კალათბურთი

17:18 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს

 

NBA-ს კლუბ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდ ბლეიკ გრიფინს დიდი სურვილი აქვს კალათბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ესპანეთი უმასპინძლებს, აშშ-ს ნაკრებთან ერთად ითამაშოს.

“ესპანეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მოუთმენლად ველოდები. NBA-ს სხვა, დიადი მოთამაშეების მხარდამხარ გამოსვლა და აშშ-ს ნაკრების მთავარ მწვრთნელ მარკ კრჟიჟევსკისთან თანამშრომლობა კარიერის წინსვლაში აუცილებლად დამეხმარება” – განაცხადა გრიფინმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113332