ფეხბურთი

11:08 | 30.09.2014 | ნანახია 872 - ჯერ

გრენიემ "ნიუკასლი" უარყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლიონის "ოლიმპიკის" ნახევარმცველმა კლემენ გრენიემ განაცხადა, რომ "ნიუკასლში" გადასვლა შეეძლო, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადა.

"ჯერ კიდევ იანვარში "ნიუკასლი ცდილობდა ჩემი ტრანსფერი განეხორციელებინა, თუმცა საბოლოოდ, ინგლისელებს უარი განვუცხადე. ახლა მხოლოდ ბოლომდე გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობ. "ლიონი" მიყვარს და მხოლოდ 23 წლის ვარ. არ ვიცი "ოლიმპიკს" დავტოვებ თუ არა. ახლა მინდა ფორმაში შევიდე, რათა სეზონის დარჩენილი ნაწილში კარგად ვიასპარეზო", - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

კლემენ გრენიემ ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საზარდული ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ევროპის ლიგაზე იასპარეზა, თუმცა ტრავმამ თავი კვლავ შეახსენა და ფრანგის დაბრუნება ოქტომბრის თვეში იგეგმება.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:37 | 30.09.2014
Irakli Pirvelashvili (604)

პარდიუ რა მარტო ფრანგებს ცნობს? მაგიტომაცაა გასავარდნ ზონაში,სანამ მაგას არ გაუსვებენ არაფერი არ ეშველება ნიუკასლსსსსსსს

13:12 | 30.09.2014
GOVEN (4940)

არადა ერთ დროს ლიონი პირიქით აახევდა ნიუკასლს იგროკს! (

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ლიონი, ფენერბახჩე და რეინჯერსი აკლია ლიგას.

11:16 | 30.09.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

კარგი მოთამაშე არი ეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066609
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
793