ფეხბურთი

14:42 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრენიე მუნდიალის მიღმა რჩება

“ლიონის” ნახევარმცველი კლემან გრენიე დიდი ალბათობით საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Lequipe იუწყება.

განვლილი სეზონის განმავლობაში გრენიეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ გაზაფხულის ბოლოს “ლიონის” ექიმებმა ის “ფეხზე დააყენეს”. თუმცა, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე საზარდული დაიზიანა და ბრაზილიაში მისი გამგზავრება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გრენიე “სამფეროვანთა” რიგებში შესაძლოა “საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა რობინ შნეიდერლენმა ან “მონპელიეს” შუახაზელმა რემი კაბელამ შეცვალონ. 

0.12764