ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველი კლემან გრენიე უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ამრიგად, 22 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ლონდონის “არსენალში” არ გადავიდეს და ამის შესახებ ESPN FC-ს “ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ აცნობა.
“კლემანი ჭკვიანი ბიჭია და გადაწყვეტილებაც სწორი მიიღო. მისი გული “ლიონს” ეკუთვნის”, - თქვა პრეზიდენტმა.
ლონდონელები ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 7 მილიონ ევროს იხდიდნენ. საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შემდეგ, გრენიემ წლეულს ეროვნული გუნდიდანაც მიიღო მიწვევა და 2 მატჩშიც ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლიონმა ერთი ორი ტრანსფერი გააკეთოს უნდა
ლიონს რაღა დაემართა, არავის რო არ ყიდულობენ
მორიგი უპერსპეკტივო ფეხბურთელი, ამის ბევრი მატჩი მაქვს ნანახი ძალიან და ძალიაან ცუდია, საშუალო დონისაც ვერაა, იმენა დოდოა.