"ინდიანას" მსუბუქი ფორვარდი დენი გრეინჯერი უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს და 2012-13 წლის სეზონის ბოლომდე დააკლდება საკუთარ გუნდს - იტყობინება "პეისერზის" ოფიციალური საიტი.
გასული წლის ოქტომბერში გრეინჯერმა სამედიცინო პროცედურათა სერია ჩაიტარა დაზიანებულ მარცხენა ფეხზე, რამაც შედეგი საბოლოოდ გამოიღო და იგი პარკეტზე 25 თებერვალს "დეტროიტთან" მატჩში დაბრუნდა. ამ თარიღის შემდეგ დენიმ კიდევ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისევ ტკივილები იგრძნო მუხლში.
მკურნალობის არცერთმა კონსერვატიულმა მეთოდმა შედეგი არ მოიტანა, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში მსუბუქი ფორვარდი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს. გრეინჯერი სავარაუდოდ სრულ მზადყოფნაში შეხვდება ნბა-ს მომავალ სეზონს.