კალათბურთი

20:28 | 23.03.2013 | ნანახია 520 - ჯერ

გრეგ პოპოვიჩმა სამწვრთნელო კარიერაში მე-900-ე გამარჯვება იზეიმა

"სან ანტონიომ" რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში AT&T CENTER-ში "იუტას" უმასპინძლა და ოვერტაიმში დაამარცხა მეტოქე 104:97. "სპურსის" მთავარი დამრიგებლის გრეგ პოპოვიჩის სამწვრთნელო კარიერაში ეს რიგით მე-900-ე გამარჯვება აღმოჩნდა - იტყობინება ნბა-ს ოფიციალური საიტი.

პოპოვიჩი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის და ამ დროის განმავლობაში მან ოთხჯერ მიიყვანა გუნდი საჩემპიონო ბეჭდებამდე (1999, 2003, 2005, 2007). 900 გამარჯვების მოპოვებით გრეგი ლიგის ისტორიაში გახდა მე-12-ე მთავარი მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვებათა ამ ნიშნულს უწია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071748
520