ახლო წარსულში NBA-სა და “კლიპერსის” ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა გრანტ ჰილმა, რომელიც აქტიურ სპორტს 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩამოშორდა, მისი ყოფილი კლუბის “კლიპერსის” შეძენის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ამჟამინდელმა მფლობელმა დონალდ სტერლინგმა რასისტული გამონათქვამების გამო ლამის მთელი მსოფლიოს საკალათბურთო სამყარო გადაიკიდა და ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში “კლიპერსის” გაყიდვის საკითხი.