ფეხბურთი

17:47 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრანეროს ჯვარედინი მყესები დაუზიანდა

“რეალ-სოსედადის” ნახევარმცველი ესტებან გრანერო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირზე დონეცკის “შახტართან” შინ წაგებულ (0:2) მატჩში მძიმედ დაშავდა და არაა გამორიცხული გუნდს ხანგრძილი დროით გამოაკლდეს.

“რეალ-სოსედადის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის თავდაპირველმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა. გრანეროს უფრო საფუძვლიანი გამოკვლევა ელის, რომლის შემდეგ მისი გამოჯანმრთელების ვადები დადგინდება. არაა გამორიცხული, ნახევარმცველს 6 თვეც გაუცდეს.

აქვე გეტყვით, რომ ესპანელი ნახევარმცველი “რეალ-სოსიედადმა” სეზონის წინ ინგლისური “ქუინზ პარკ რეინჯერსისგან” იჯარით აიყვანა.

0.123966