სომხეთის ქალაქ დილიჟანში მიმდინარე 2013-14 წლების ქალთა საჭადრაკო გრან-პრის სერიის მე-2 ტურნირს 2 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და იგი ნანა ძაგნიძე (2550) გახლავთ. ქათველმა მოჭადრაკემ მონღოლი ტუვშინტუგს ბატჩიმეგის (2316) კვალად ინდოელი დრონავალი ჰარიკაც (2482) დაამარცხა და თავი 2.0 ქულას მოუყარა.
მე-3 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ელინა დანიელიანს (2475) ეთამაშება და ცხადია, ფავორიტადაც მოიაზრება, რადგანაც სომეხ მოჭადრაკეს რეიტინგითაც ჯობნის და თან, ეს უკანასკნელი 0.5 ქულით აუტსაიდერთა რიგებში ირიცხება.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ყოჩაღობს ბელა ხოტენაშვილი (2531), რომელმაც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ გრან-პრის პირველ ტურნირში მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა. ამჯერად, ბელას აქტივში მხოლოდ ნახევარი ქულაა და დილიჟანის ტურნირის 12 მონაწილეს შორის, დამატებითი მაჩვენებლებით ბოლო ადგილზე იმყოფება.
ხოტენაშვილმა პირველ ტურში შავი ფიგურებით რუს ტატიანა კოსინცევასთან (2526) წააგო, მეორე რაუნდში კი ისევ შავებით ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2511) დაუზავდა. ქართველი მოჭადრაკის მორიგი მეტოქე სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2593) იქნება და ამჯერად, ბელა თეთრი ფიგურებით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თითოეულმა მოჭადრაკემ საჭადრაკო გრან-პრის ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა, საერთო ჩათვლაში კი, მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა. ცნობისთვის, ერთ-ერთ, კონკრეტულად კი V ეტაპს თბილისიც უმასპინძლებს. მომავალი ტურნირი 2014
გრან პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 60 000 ევროა გამოყოფილი, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით განაწილდება: I ადგილი – 10 000 ევრო (+160 ქულა), II – 8 250 (+130), III – 6 750 (+120), IV – 5 750 (+90), V – 5 000 (+80), VI – 4 500 (+70), VII – 4 250 (+60), VIII – 4 000 (+50), IX – 3 250 (+40), X – 3 000 (+30), XI – 2 750 (+20), XII – 2 500 (+10).
გრან პრის გამარჯვებული 2015
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თემური ეჭვი გეპარება?! პირველი ტურნირი მართლაც დამაჯერებლად მოიგო, ვინც ჩახედულია ამ ჭადრაკში იოლად შეამჩნევდა, რომ პირიქით ბელას არ გაუმართლა მე-2 და მე-4 პარტიებში! მან კლასით დაჯაბნა ყველა! ნუ დაგაეჭვებთ ესეთი სტარტი რამე დიდს ნიშნავდეს! სულაც არა, მას უბრალოდ ცუდი კენჭისყრა შეხვდა! ამიერიდან ნახავთ ვინ არის ბელა!
გეთანხმები აბსოლიტურად.
kalesu (52)
რას ცხარობ ვერ გავიგე! ხოტენაშვილმა კი მოიგო პირველი ეტაპა,მაგრამ არ თქვა ეხლა მეორე ეტაპის უპირობო ფავორიტად მიიჩნევაო!!!
იცი რა ჩემო კარგო?..ვცხარობ კი არა, ვღიზიანდები სულ ერთ მხარეს რომ იყურებით ...რაც მეტი ქართველი გვეყოლება მაგარი მით უკეთესი არ არის?...რა არის მოულოდნელი?..გადახედეთ ბელას ნათამაშებ პარტიებს და მიხვდებით,რომ მართლაც ერთ-ერთთი გამორჩეულია, თუ არა? ჰა? იქნებ სადაოა რამე...ვეთანხმები გრუ-ს სპორტში ყველაფერი ხდება,მაგრამ რამდენჯერმე არა...ხოდა ესეც ვნახეტ და ვნახავთ კიდევ...ჯერ უამრავი პარტიებია წინ... უპირობო ფავორიტი ნეტავ ნანა მაინც იყოს..ტუმცა ნუ ვიჩქარებთ...
არავინ არ ვცხარობთ იმას ვამბობთ რომ სპორტში ყველაფერი ხდება და ბელას მოულოდნელი გამარჯვება არ მოუპოვებია არამედ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა!
,,მოულოდნელ გამარჯვება"-ში, იგულისხმება ალბათ ის, რომ ხოტენაშვილს ფავორიტად არავინ მოიაზრებდა(ვაღიაროთ,მათ შორის ჩვენც),და რეალურად ასეცაა.მან კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ყოჩაღ!იმედი ვიქონიოთ,რომ აქაც ღირსეულად გამოვა.
არ უნდა თქვენი პირის მობანა...ისედაც უვარგისად წერს..სპორტში კი მოულოდნელი არაფერია...
ფრე მუზიჩუკთან,თუ გახსოვთ მაინც მისი რეიტინგი?როდესაც მთელი პარტია ამ მოჭადრაკესთან უპირატესობა გაქვს,ალბათ ესეც შემთხვევითობას უნდა მიაწეროთ? ზოგიერთების გასაგონად,მართლა ეგებ მოუფრთხილდეთ ხალხს ვინც ჭადრაკის აზრზეა,თორემ ვინც ვერ ერკვევა ის ალბათ არც გაღიზიანდება.და კიდევ ეს მეცნიერულ შრომად უნდა ჩაგითვალოთ როდესაც მოჭადრაკე +5იგებს ტურნირს და თქვენ კი შემთხვევითობას მიაწერთ---ევრიკა !
თქვენ გაიხარეთ..სულ მაგიტომ ვბრაზობ..
გეთანხმები აბსოლიტურად
აბსოლიტურად მტკიცე გამარჯვება,ასე,რომ დააკვირდით რას დაწერთ თუ შეიძლება. ხალხს აღიზიანებს თქვენი უყურადღებობა.
და ბელას მოულოდნელად ნამდვილად არ გაუმარჯვია ამაში ყველა დამეთანხმება. ყველა ლიდერს დამაჯერებლად მოუგო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ბელას ძალიან ცუდი კენჭის ყრა შეხვდა მაგრამ მე მჯერა იმისი,რომ იგი შეძლებს მდგომარეობა გამოასწოროს.ნანას თავიდან შეხვდნენ შედარებით სუსტი მოჭადრაკეები..მაგრამ ყველაფერი წინაა წარმატებები ორივეს!
მეც მაგას ვამბობ და ესენი ამას არ წერენ..ნახეთ ერთი ბელას მოწინააღმდეგეების რეგალიები...საშინელებაა ტენდენციურად გაშუქებული სპორტი..ღმერთის წყალობით კიდევ ერთი ნიჭიერი მოჭადრაკე გამოჩნდა და ნაცვლად იმისა,რომ წაახალისონ და აქონ ესენი რა შვრებიან ვერ ვხვდები...ქართული ვარიანტია რა ...საუბედუროდ....
ისე ბელამ რა დააშავა ასეთი საწყისი ორი პარტია შავებით რო ათამაშეს
rogor davijero ,rom xalxs shiraqtan tamashis meti araferi ainteresebs,
vin metyvis sad vucqiro mesame turis partiebis mimdinareobas.
ამ ჯურრნალისტების ვერ გავიგე მარტლა, რას იდზახის პირველ ტურნირზე მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა ბალამო. სანამ დაწერდე რამეს კარგად დაფიქრდი რას წერ. მოულოდნელია გამრჯვაბა ისაა წაგებულს რომმოიგებ 7 თამაშს, და არა ის ყველა ფავორიტს რომ დაამარცხებ ბრდძოლაში შანსის გარეშე. წარმატებებს გისურვებთ ნანა და ბელა. აბა ტკვენ იციტ. მოულოდნელი არ გინდათ, დამაჯერებლი გამარჯვებები გეზეიმოთ.
PIRVELI TURIS PARTIEBI GADMOICEMODA,NEBISMIER WYVILS GAXSNIDI DA UYUREBDI YOVELI SVLIS TAMASHS,DGES VEGAR VAGNEB SAD VIYAVI SHESULI,IQNEB DAMEXMAROD,VEGAR VAGNEB.WINASWAR MADLOBA.
ბელას სპორტული ხასიათის გამო მჯერა ,რომ მდგომარეობას გამოასწორებს და ფორტუნაც არ დააღალატებს!წარმატებები ბელას და ნანას!
კარგია ნანა....ასე გააგრძელე...ბელას ძალიან ცუდად აეწყო კენჭისყრა..ფავორიტებს ხვდება და 3 -ს მათ შორის შავებით ეთამაშება...ურთულესი ბრძოლა ელის...ცაიტნოტშიც შეეძლო მოგება,თუმცა სპორტულ იღბალს რას გაუგებ...წარმატებები ბელა ! შენი იმედი გვაქვს...ეს სპორტული მიმომხილველი კი ვინმემ გაარკვიეთ ჭადრაკში რა იქნება....რაებს წერს..წაკითხვაც კი აღარ მინდა უკვე...
პირველ 4 ტურში ხვდება ბელა ფავორიტებს...(დავამატე,თორემ ამ აბდაუბდა ჟურნალისტს დავემსგავსე))))))))))
წარმატებები გოგონებს დღევანდელ ორთაბრძოლებში