საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ 21-23 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ გრან პრიზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. ტრადიციულად ტურნირის მასპინძელ ქვეყანას განაცხადში თითოეულ წონით კატეგორიაში ოთხი სპორტსმენის შეყვანის უფლება აქვს და ცხადია საქართველოს ნაკრების თავკაცმა ეს ქვოტა მაქსიმალურად გამოიყენა. უზნაძემ 29-კაციანი სია ჩამოწერა, რომელსაც უახლოეს დღეებში ერთით შეამცირებს. სპეციალისტი არჩევანს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ნოზაძესა და რევაზ ჩიკოიძეს შორის გააკეთებს.
მოლოდინისამებრ, ქართული გუნდი უძლიერესი შემადგენლობით გავა სპორტის სასახლის ტატამზე. გამორჩეულად საინტერესო კი ალბათ 73 კილოგრამია, სადაც ნაკრების გამოცდილ წევრებთან, ევროპირველობის პრიზიორებთან ნუგზარ ტატალაშვილთან და ზებედა რეხვიაშვილთან ერთად ლაშა შავდათუაშვილიც მოირგებს კიმონოს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (66 კგ) სწორედ ამ წონაში დასამკვიდრებლად იბრძვის და თითოეულ ტურნირზე აღებულ სარეიტინგო ქულებს მისთვის ოქროს ფასი აქვს.
თბილისის გრან პრის პირველ დღეს – 21 მარტს მედლები 60 და 66 კილოგრამებში გათამაშდება. 22 მარტს – 73 და 81 კილოგრამებში, ხოლო 23 მარტს – 90, 100 და +100 კილოგრამებში.
გრან პრის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია.
საქართველოს ნაკრები
60კგ
ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
გიორგი ბროლაშვილი
პაატა მერებაშვილი
66კგ
შალვა ქარდავა
ტრისტან ფეიქრიშვილი
გიორგი ქალდანი
გელა კელიხაშვილი
73კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი
ფრიდონ გიგანი
81კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
უშანგი მარგიანი
გიორგი პაპუნაშვილი
ლაშა ზურაბიანი
90კგ
ვარლამ ლიპარტელიანი
ზვიად გოგოჭური
პაატა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი
100კგ
გურამ თუშიშვილი
ალექსანდრე მსხალაძე
ნოდარ მეტრეველი
გიორგი ნოზაძე ან რევაზ ჩიკოიძე
+100კგ
ადამ ოქრუაშვილი
ლევან მატიაშვილი
როსტომ ხახალეიშვილი
ონისე ბუღაძე