ძიუდო

16:44 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის მხოლოდ მძიმეწონოსნები შემორჩნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმძიმესი წევრი ადამ ოქრუაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის ფინალშია. ასევე +100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან მატიაშვილს კი ბრინჯაოს მედალს ერთი გამარჯვება აშორებს.

უნგრულ ტატამზე ოქრუაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. ებრაელი ორ სასონი სამ წუთში შებოჭა. ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონს ოთხი შიდო მიაღებინა. უნგრელ ბარნა ბორს კი მეოთხე წუთზე სუფთა გდება შეუსრულა.

ფინალში ადამ ოქრუაშვილი ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს დაუპირისპირდება.

მატიაშვილმა ძირითად ბადეში, ავსტრიელი დანიელ ალერშტოფერის შებოჭვის შემდეგ, რუს ანდრეი ვოლკოვთან იპონით წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც სლოვენიელ მატიაზ სერაჟს ვაზარით სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მეტოქედ ბარნა ბორი ერგო.

დღესვე ბუდაპეშტის გრან პრიზე საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხმა წევრმა იჭიდავა, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსება. ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ტატამზე დაბრუნებული ლევან წიკლაური (81 კგ) და 100 კილოგრამში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ. უშანგი მარგიანი (81 კგ) ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ზვიად გოგოჭურმა კი მე-7 ადგილი დაიკავა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

0.120617