ადრე გამოცხადებული თბილისის ნაცვლად, მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის გათამაშებას მე-5 ეტაპს ლოპოტას ტბა (ყვარელი) უმასპინძლებს.
ცნობისთვის, აღნიშნული გრან-პრი სულ ექვსი ეტაპისაგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, ასპარეზობის მონაწილე სპორტსმენებმა 4-4 ტურნირში უნდა მიიღონ მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.
ასპარეზობის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) შეხვდება. თუ იფანმა შეძლო გრან-პრის ტურნირის მოგება, მაშინ მას გრან-პრის ტურნირის მეორეადგილოსანი დაუპირისპირდება.
დღეისათვის ტურნირს ინდოელი ჰამპი კონერუ (320 ქულა) ლიდერობს, ხოლო მე-2 ადგილზე ბელა ხოტენაშვილი (290) იმყოფება.
გთავაზობთ გრან-პრის მე-5 ეტაპის მონაწილეთა სიას:
- ჰოუ იფანი (ჩინეთი)
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი)
- ანა მუზიჩუკი (სლოვენია)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- კატერინა ლაჰნო (უკრაინა)
- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)
- ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი)
- ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)
- ანა უშენინა (უკრაინა)
- ელინა დანიელიანი (სომხეთი)
- ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი)